logo
ENG



მთავრობისგან გაცემული პირობა საბერძნეთთან საზღვრის გახსნაზე არ სრულდება - ელჩი

03 აგვ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან გაცემული პირობა საბერძნეთთან საზღვრის გახსნაზე არ სრულდება", - ამის შესახებ საქართველოში საბერძნეთის ელჩი საუბრობს.

ელჩს აქვს კითხვები, თუ რატომ ვერ მოხვდა იმ ხუთეულში საბერძნეთი, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, მაშინ, როდესაც კოვიდ სიტუაცია მათ ქვეყანაში გაცილებით უკეთესია.

ეს კითხვების პასუხგაუცემელი დარჩა თბილისსა და ათენში გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგაც. ბერძნული მხარე დღემდე ელის საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალურ განმარტებებს.

საბერძნეთი ქართველი ემიგრანტებისთვის დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. რუსეთის შემდეგ სწორედ საბერძნეთშია უმსხვილესი დიასპორა, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწიურად 180 მილიონი დოლარი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს მწვანე ზონის სტატუსი აქვს საქართველოს ხელისუფლება საზღვარს არ ხსნის და ათასობით უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში არ აბრუნებს. ემიგრანტები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა სამშობლო დაბრუნებას უშედეგოდ ელიან. 

ემიგრანტებთან ერთად საზღვრის გახსნას ითხოვს ოფიციალური ათენიც. ბერძენ დიპლომატს კითხვები აქვს რის მიხედვით არჩევს საქართველო იმ ქვეყნებს, რომლებთანაც საზღვრებს ხსნის. პასუხები ვერც ელჩმა მიიღო.

აუდიენცია, რომელიც ოფიციალურ თბილისს და ათენს შორის ერთი თვის წინ შედგა იყო პირობა, რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა, თუმცა მოგვიანებით საბერძნეთი სიის მიღმა დარჩა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ვერ ხსნის ბერძენი დიპლომატი.  

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე. 


close დახურვა