მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება, ხოლო პარალოიმპიური თამაშები კი - 23 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.
საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე. ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებს მოემსახურება 5 ქართველი მსაჯი.