logo
ENG



მივესალმოთ ერთმანეთს ქართულად გულზე ხელის დადებით - მდინარაძე ჩელენჯს უერთდება

11 მარ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 
tj9kvcjfp1bjwkt.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის იღებს ახალგაზრდა ჯგუფისგან გამოწვევას და იწყებს „ჩელენჯს“ - მისალმება მოხდეს გულზე ხელის დადებითა და თავის დაკვრით.

„ვიღებ გამოწვევას დიმიტრი ჩხეიძისგან. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდებს ასეთი კამპანია წამოუწყიათ. ვაცხადებ თანხმობას, ნებისმიერ ადმიანს, რომელსაც შევხვდები მივესალმო ქართულად, გულზე ხელის დადებით და თავის დადებით, ამაში არაფერია საუხერხულო. ან შეიძლება მხოლოდ თავის დაკვრით მივესალმოთ.

შემოგვიერთდით, სანამ მსოფლიო არ დაამარცხებს კორონავირუსს. ვიწვევ ამ აქციაში მონაწილეობისთვის არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს, მაგდა ანიკაშვილს, ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს, შემოგვიერთდით“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში მდინარაძემ.

 


close დახურვა