logo
ENG



მითვალთვალებენ, ესე იგი ოცნება ჩორჩანა-პერევის ტყის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს - ქაცარავა

12 ივნ 202007:57
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ.

ქაცარავა "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ მანქანა მისი მარშრუტის გაკონტროლებას ცდილობდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ ხელისფულება ჩორჩანა-პერევის ტყეში მიმდინარე მოვლენებს ასაიდუმლოებს და რუსეთისთვის ტყის გადაცემას აპირებს.

"ეს მანქანა შევამჩნიეთ უკვე ცხინვალის გადასახვევიდან. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ის ცდილობდა გაეკონტროლებინა ჩვენი გადაადგილება. ოსიაურთან დარწმუნდნენ, რომ ჩვენ უკვე პირდაპირ ვაგრძელებთ გზას, მხოლოდ ამის შემდეგ ეს პიკაპი ჩამოგვშორდა", - განაცხადა ქაცარავამ. 


close დახურვა