logo
ENG



მიკოლაევის მერის ცნობით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი დასახლებები დაბომბეს - არის მსხვერპლი

29 მაი 202214:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/p1oly9goy9d27ax.jpg
Миколаївська ОДА

რუსულმა ძალებმა დღეს დილით მიკოლაევში საცხოვრებელი დასახლებები დაბომბეს. ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

დაბომბვის შედეგების შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არაა,  თუმცა მერის თქმით შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

„დღეს დილით რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს საცხოვრებელი არეალი მიკოლაევში. ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს. სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციით არის მსხვერპლი“ - აცხადებს მიკოლაევის მერი.

სენკევიჩის თქმით, თავდაპირველად ოკუპანტებმა მიკოლაევის რეგიონში სამხედრო შენობები დაბომბეს შემდეგ კი მშვიდობიან დასახლებებზე მიიტანეს იერიში.

შეგახსენებთ, რომ მიკოლაევი ომის დაწყებიდან რუსებმა არაერთხელ დაბომბეს. გუშინ, 28 მაისს რეგიონულ ცენტრზე იერიშის შედეგად მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, დაიღუპა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა.


close დახურვა