logo
ENG



მიკროავტობუსებით მგზავრობა შესაძლოა, 20-30 თეთრით გაძვირდეს

04 დეკ 201919:21
3 წუთის საკითხავი
 
prxcjifijhec62y.jpg

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის ბიუჯეტს მძიმედ დააწვება. მიკროავტობუსებით მგზავრობა შესაძლოა, 20-30 თეთრით გაძვირდეს. განცხადება დღეს თბილისის მიკროავტობუსის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა და მგზავრობის საფასურის გაზრდა ავტოპარკის განახლების აუცილებლობას დაუკავშირა.

მერიაში ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო პარკი გასაახლებელია. მგზავრობის გაძვირების შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა საერთოდ ვეღარ შეძლოს. ​


close დახურვა