logo
ENG



მიკროავტობუსებიც ჩანაცვლების გეგმა უახლეს ერთ კვირაში მზად იქნება

04 დეკ 201911:11
3 წუთის საკითხავი
 
p72h7q38yatyvn6.jpg

უახლოეს დრეებში მერიას მიკროავტობუსების ჩანაცველბის გეგმა ექნება. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ტაქსების რეფორმაზე, რომელიც კალაძის თქმით ჯერ არ დასრულებულა.

"ასევე, პარალალელურად უნდა მოხდეს მიკროავტობუსებიც ჩანაცვლებაც, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართლებით. შესაბამისად მე ვიცე-მერს დავავალე აქტიური კომნუკაცია იმ კერძო კომპანიასთან, რომელის დღეს ქალაქს ემსახურება მიკროავტობუსების მიმართულებით. ასევე ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია. თმცა ეს რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, მისი მოწერიგებაც აუცილებელია. საბოლოოდ ეს მოგვცემს გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას",-აღნიშნა კახა კალაძემ. 

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მიკროავტობუსების ჩანაცვლების შესახებ გეგმა უახლოესი ერთი კვირის ვადაში მზად იქნება. 

 


close დახურვა