ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეუქმნა, მედია მენეჯერის დაკავებაა. ნიკა გვარამიას პატიმრობა პრობლემად აღიარა სალომე ზურაბიშვილმაც, მაგრამ არაფერი გააკეთა ამ, მისივე თქმით, პოლიტიკურად უდროო, გადაწყვეტილების გამოსასწორებლად.
ნიკა გვარამიას შეწყალებას სალომე ზურაბიშვილისგან ამჯერად 13 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. უსაბუთებენ, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის ისტორიული შანსის მოლოდინში. ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი პრეზიდენტი არ აკეთებს იმას, რასაც მისგან საზოგადოება ელოდება. რაც მეტია მოწოდება და ზეწოლა, მით ნაკლებად იქნება გადაწყვეტილება, - ასეთია დღის ბოლოს ზურაბიშვილის პასუხი