logo
ENG



მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, ცოტა დრო დაგრჩა, დიდი რისხვა გელოდება ხალხის - ნათელაშვილი

12 ოქტ 201913:15
3 წუთის საკითხავი
 
rl73qu0kv4wy3in.png

გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი - ამ ლოზუნგით დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც სასჯელს ირაკლი ოქრუაშვილი იხდის, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ოქრუაშვილი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის არის დაკავებული, პოლიტპატიმრების არსებობა კი, ქვეყანაში დიქტატურის არსებობას ადასტურებს. 

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მშვიდობიან უიარაღო აქციაში მონაწილეობისთვის, მე მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ძალიან დიდი რისხვა გელოდება ხალხის“-განაცხადა ნათელაშვილმა

შალვა ნათელაშვილმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუჩეროს უფლებამოსილება ქართული ოცნების დელეგაციებს, რომლებიც მისი თქმით მილიონებს ხარჯავენ და პუტინის საქმეს აკეთებენ.

 

 

 

 


close დახურვა