logo
ENG



მინდოდა მენახა მდიდარი ადამიანები, მაგრამ რატომღაც ვერ ვნახე - ელისაშვილი ჩოხატაურში ჩავიდა

15 დეკ 201914:28
3 წუთის საკითხავი
 
xi8loclq3q0fjws.jpg

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებთან ერთად ალეკო ელისაშვილის ვიზიტი ჩოხატაურში ხმაურის ფონზე წარიმართა. ელისაშვილი გურიის რეგიონში, კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ ფარგლებში ჩავიდა. ბაზრობის ტერიტორიაზე მოძრაობის წევრებს ჩოხატაურის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დახვდა. მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ელისაშვილი გურიაში ადგილობრივი მაჟორიტარების - ნინო წილოსანისა და არჩილ თალაკვაძის - მხილებისთვის ჩავიდა. აქციის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ უფრო მეტი შეიტყოს მათი მაჟორიტარების ფინანსური საქმიანობის შესახებ. მოძრაობა საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავს. 

"მინდოდა, მენახა მდიდარი ადამიანები ჩოხატაურში, მაგრამ, რატომღაც, ვერ ვნახე. ისინი კი, დეპუტატები, გამდიდრებულები არიან. წილოსანი ხომ, საერთოდ, ქერის ორმოშია.  გაზულუქებულები არიან და ამიტომ გასაყრელები არიან ეს წურბელები ამ ქვეყნიდან, რადგან ჭამენ ამ ქვეყანას", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 


close დახურვა