logo
ENG



მინსკში უკრაინის კრიზისზე საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

16 ოქტ 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
8zttkfs6ynxbm94.jpg

მინსკში უკრაინის კრიზისზე საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მხარეები აღმოსავლეთ რეგიონებში უკრაინისა და პრორუსი სეპარატისტების სამხედრო ძალების გაყვანის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

გეგმის თანახმად, სამხედროებს ფრონტის ხაზის ორი მონაკვეთი უნდა დაეტოვებინათ, თუმცა უკან ამ დრომდე არ დაუხევიათ. მიზეზი რეგიონში სარაკეტო იერიშების გაგრძელებაა. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24-საათში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 26-ჯერ დაარღვიეს. შედეგად 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.


close დახურვა