ევროპარლამენტის უმწვავესი შეფასებების შემდეგ კრიტიკის მოსმენა ქართულ ოცნებას სავარაუდოდ, ევროპელი მომლაპარაკებლისგან ხვალიდან მოუწევს. კრისტიენ დანიელსონის ვიზიტამდე ევროპარლამენტატრებმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება.
თუმცა ქართული ოცნება გზავნილებს ისევ თავისებურად აღიქვამს და ეჭვი შეაქვს იმ შეფასებებში, რომელიც მათ შორის მათივე პარტიის ევროპელი თანამოაზრეებისგან ისმოდა. ოპოზიცია ამბობს, რომ კრიტიკა ევროპარლამენტში იყო უპრეცედენტო.