logo
ENG



მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა

16 ნოე 202616:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/16/sye1g2blem4cd78.png

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

პროცესს არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი. 

შსს ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.

კონკრეტულად, საქმე ეხება პოსტს, რომელშიც ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობს აგინებს რუსულ ენაზე, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა.

დღეს, ნაცვლიშვილის მხრიდან მეუფის შეურაცხყოფას "ქართული ოცნების პრემიერი" ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაცვლიშვილი "ქართულ ოცნებასთან" კავშირში არ არის.

"პირველ რიგში, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა