logo
ENG



მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება

22 ოქტ 202501:31
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/22/nfhe9jrn98rfbdo.jpg

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გარდა მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება. ანუ ეს სეგმენტი მთლიანად, დაინტერესების შემთხვევაში, გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი უნივერსიტეტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძოებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და მისი მოთხოვნების შესრულებაზე და, რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება იმისა, რომ პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდეს.


close დახურვა