logo
ENG



მიშელი: მზად ვართ, რეფორმების შემდეგ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ბოსნიას მივანიჭოთ

27 ივნ 202212:29
3 წუთის საკითხავი
 
მიშელი: მზად ვართ, რეფორმების შემდეგ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ბოსნიას მივანიჭოთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ რეფორმებს გაატარებს. 

​შარლ მიშელმა გერმანიაში, დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"ომი ფორმას უცვლის ევროკავშირს. რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე. და ჩვენ მზად ვართ, სტატუსი ასევე მივანიჭოთ ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, მას შემდეგ, რაც ისინი რეფორმებს გაატარებენ". 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა. კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

23 ივნისის კენჭისყრაზე ევროპულმა საბჭომ გაიზიარა კომისიის რეკომენდაციები, შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. 


close დახურვა