logo
ENG



მიწის სისტემური რეგისტრაცია 120 მილიონი ლარი დაჯდება

16 აპრ 202216:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/wipf1nxsok5pyuh.jpg

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაჩქარდება. 

ის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და 120 მილიონი ლარი დაჯდება. მათგან 15 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის კონტრიბუციაა

პრემიერმიისტრმა ამის შესახებ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება - სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

პროექტი განხორციელდება ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4000-ზე მეტ დასახლებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები; ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები.


close დახურვა