"ქართული მარშის" წევრი გურამ ფალავანდიშვილი ამ წუთებში "გალერეაში" იმყოფება და აცხადებს, რომ "მიწოლის პროცესი მალე დაიწყება".
ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც აპირებს ჩვენების ჩაშლას, განაცხადა.
"ბილეთი არ მაქვს და არც მინდა მქონდეს, მაგრამ მოვედი რომ ჩავშალო უბილეთოდ. მივაწვებით ჩვენ საყვარელ პოლიციელებს ხელებ აწეულები და არა ისე, როგორც პარლამენტში შევიდნენ. დაიწყება მიწოლის პროცესი. თუ უაზრობა იქნა და ვერ შევედით, არ ვაპირებთ, რამე საოცრება გამოვიყენოთ. ზოგი აპირებს მჯდომარე აქციას, მე ვაპირებ შესვლას და გამორთვას. შევძლებ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ხომ მაქვს უფლება ვცადო," - განაცხადა ფალავანდიშვილმა.