logo
ENG



მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

07 ნოე 201909:54
3 წუთის საკითხავი
 
3tjnn6jdy26azcs.jpg

განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ბატიაშვილმა უკვე დაწერა. 

"პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით.

გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო,  რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა