logo
ENG



მიხეილ ბენიძე: ევროპარლამენტარებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობებზე არის წამსვლელი

19 თებ 202022:57
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპარლამენტარებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობებზე არის წამსვლელი,“ - ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მზაობა, კომპრომისზე და რეალურ შეთანხმებაზე წავიდეს. 

„ევროპარლამენტარებს არ სჯერათ და არ სწამთ, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობებზე არის წამსვლელი, რათა რეალურად იყოს მიღწეული გარკვეული შეთანხმება და პროგრესი. ამ კუთხით ერთგვარი სკეპტიციზმი არის ევროპარლამენტში, რაც ბუნებრივია არ არის კარგი არც ქვეყნისთვის და საარჩევნო გარემოსთვის, როდესაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს ხელისუფლება არ აქვს მზაობა, კომპრომისზე და რეალურ შეთანხმებაზე წავიდეს.  თუ კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული „ტვიტი“ მართლა რაიმე პოტენციურ შეთავაზებას ისახავს მიზნად, ბუნებრივია ეს ალბათ მისაღები იქნება, მაგრამ აქ არის ისეთი გზავნილები, რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება მკაცრად არ ისმის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ მეტი მეტისთვის, არამედ ნაკლები ნაკლებისთვის პრინციპსაც ასევე ითვალისწინებს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.


close დახურვა