logo
ENG



მიხეილ რამიშვილი: მივიდნენ დასკვნამდე, რომ დროა დეკანოზი მამალაძე სინოდის წინაშე წარდგეს

31 ოქტ 201917:09
3 წუთის საკითხავი
 
y7q0tsy4dkuupdv.png

წმინდა სინოდის მიერ დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას მისი ოჯახის წევრები და უფლებადამცველები გამოეხმაურნენ, ის ადამიანები, რომლებიც დეკანოზის გათავისუფლებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორ წელზე მეტია ითხოვენ. 

როგორც „ფორმულას“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, დროა დეკანოზი წარდგეს სინოდის წინაშე და ილაპარაკოს სიმართლე.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ თავიდანვე საპატრიარქოში მყოფმა სასულიერო პირების ნაწილმა ნდობა დააფიქსირეს გამოძების მიმართ და ბოლომდე აცხადებდნენ, რომ ბოლომდე ენდობოდნენ გამოძიებასა და პროკურატურას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე ორ წელზე მეტია სხვა სასულიერო პირებმა ნახეს დეკანოზი, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ის იყო უდანაშაულო. შესაბამისად, წინააღმდეგობაში იყო საპატრიარქოში სასულიერო პირების პოზიციები. უკვე დროა, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დროა წმინდა სინოდის წინაშე რა სურვილიც აქვს დეკანოზს წარდგეს და ყველაფერი სიმართლე ილაპარაკოს. გასაგებია ის კრიტერიუმები, რაც უნდა შეასწორონ პრეზიდენტის შეწყალების კუთხით, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში გამონაკლისებიც ხდება. თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლიათ გამონაკლისი გააკეთონ,“ - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვყეტილება, რომ მიმართონ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.

 

 


close დახურვა