logo
ENG



მიხეილ რამიშვილი: ყველაფერი ნათლად გამოჩნდა - რა მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე

11 ნოე 201921:30
3 წუთის საკითხავი
 
0akrcg4hcqujhhs.jpg

გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს საქმე სტრასბურგამდე მივიდეს. მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური ნება როგორც საერო, ისე სასულიერო პირების მხრიდან.

„ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ყველა სამართლებრივი ბერკეტი ამოვწურეთ. ერთადერთი გვრჩება სტრასბურგი. სხვა გამოსავალი სამართლებრივად არ არსებობს იმიტომ, რომ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა - რა მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე. მე ვიმედოვნებ, რომ იქნება პოლიტიკური ნება როგორც ხელისუფლების, პრეზიდენტის, ისე საპატრიარქოსი. ჩვენ როდესაც მივმართეთ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობისას ორჯერ და შემდეგ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კულუარული ინფორმაციით პირდაპირ მოსთხოვეს, ან სთხოვეს, არ მომხდარიყო დეკანოზის შეწყალება. შემდეგში უკვე შეიცვალა მათი პოზიცია. თავიდან სასულიერო პირები იძახდნენ, რომ დამნაშავე იყო და გამოძიებას ენდობოდნენ. შემდეგ გამოვიდნენ და ამბობენ, რომ უდანაშაულოა. მე ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი, როცა ხდებოდა პროკურატურიდან ინფორმაციის მიტანა საპატრიარქოში, გარკვეული პირები ეცნობოდნენ და არასდროს საშუალება არ გვქონდა ჩვენ, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ერთადერთხელ მოხდა მეუფეებთან შეხვედრა, მე და ჩემი კოლეგა გიორგი ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო შეხვედრა, ეს არ იყო მოსმენა - ეს იყო პედაგოგები რომ შეიკრიბებიან. ეს იყო დაახლოებით მარტის თვეში 2017 წელს,“ - განაცხადა გიორგი მამალაძის ადვოკატმა.

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პოლიტიკის ფორმულის“ ეთერში ისაუბრა.


close დახურვა