დღეს, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე სცენას აწყობენ.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".