სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის თემის გამოც. მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტზე ერთი სიტყვაც კი არ თქვა. დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მოწოდება კი სწორედ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა. ევროპიდან დაბრუნებულმა ზურაბიშვილმა ამ საკითხს გვერდი აუარა. ამასობაში პატიმრის მდგომარეობა არ უმჯობესდება. დღეს ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოგზავნილი პასუხები.