საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს სად ხედავს მის მომავალს - უკრაინაში თუ საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, რომ მისი ყოფნა უკრაინაში საქართველოს ბრძოლასთან პირდაპირ არის დაკავშირებული და მაგალითად, უკრაინაში მისი მოღვაწეობა მოჰყავს.
"უკრაინაში ჩემი ყოფნა პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ბრძოლასთან. უკრაინაში ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. გულზე მკიდია საქართველო, საათზე მაქვს გამოსახული საქართველო და გულში მაქვს საქართველო. მერე რა რომ ერთმა არაფრის მქონე ოლიგარქმა თავისი დასმული პრეზიდენტის მეშვეობით მოქალაქეობა ჩამომართვა, გულში რაც მაქვს იმას ვერ ჩამომართმევს. ქართველი ხალხი მიმიჩნევს ადგილს, სადაც საჭიროა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.