logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11 ნოე 202118:31
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

როგორც სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ხოშტარია ბოლო დღეების განმავლობაში გმირულად და პატრიოტულად იქცევა. 

"მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად, რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი", - წერია მიხეილ სააკაშვილი წერილში. 

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 


close დახურვა