logo
ENG



მკვლელობა ოზურგეთში

12 სექ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთში ჩადენილი მკვლელობის გამო ახალგაზრდა კაცს ეძებენ. მოკლულია 22 წლის გიგი როყვა. ნასროლია ერთი ტყვია, რომელიც მსხვერპლს ზურგში მოხვდა. დაჭრილის კლინიკაში შეყვანისთანავე დაიღუპა. გიგი როყვა ემიგრანტი იყო და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ოზურგეთში ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გარჩევა წლების წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. მოკლულიც და თავდამსხმელიც წარსულში ნასამართლევი პირია.

 


close დახურვა