logo
ENG



მკოიანის ცნობით, ახალქალაქში მისი ძმის მანქანა ააფეთქეს, დაწყებულია გამოძიება

21 აგვ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატის ენზელ მკოიანის თქმით, ახალქალაქში მისი ძმის მანქანა ააფეთქეს. ინფორმაციას მკოიანი საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ავრცელებს. 

ვიდეოში მკოიანი ყვება, რომ მას ივლისში რამდენჯერმე დაურეკეს და უთხრეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მის ახლობელ ადამიანს საფრთხე დაემუქრებოდა.  

ასევე მკოიანი ირწმუნება, რომ მას რამდენიმე ხნის წინ რუსული ნომრიდან დაუკავშირდნენ და მუქარის ენით ფული მოსთხოვეს. 

მკოიანის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატი ამბობს, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. 

მკოიანი 26 მარტის შემთხვევას, როდესაც ახალქალაქში ის და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მუქარებს უკავშირებს. მისი თქმით, იგი ინციდენტისას თავის დაცვას ცდილობდა. 



 


close დახურვა