logo
ENG



მმართველი გუნდის რეაქცია მოსამართლეთა სანქცირებაზე

06 აპრ 202319:57
3 წუთის საკითხავი
 

ანტიდასავლური კამპანიის ფარგლებში მედიის წინაშე სუს-ის ხელმძღვანელიც წარდგა. ამასთან პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მისულმა ლულუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა - არა მგონია სანქციები მემუქრებოდეს და ხუმრობაც სცადა. ხელისუფლება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს სულ უფრო აუარესებს. რიტორიკა შემაშფოთებელია. 

ქართული ოცნება ჩვეულ სტილში ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს პარტნიორები ომში ჩათრევას აიძულებდნენ. ხელისუფლება გაუგონარ მინიშნებებს აკეთებს, რომ სატელეფონო ჩანაწერებსაც გამოაქვეყნებს. ამასთან, ივანიშვილის რეჟიმმა, საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით წერილი მისწერა სახელმწიფო მდივან ბლინკენს.


close დახურვა