„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა.
გამოკითხვაზე მისვლა მასზე, გუშინ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.
ამასთან, გვარამია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მისი მტკიცებით, მასზე თავდასხმა ვოლსკის დავალებით განხორციელდა.
"ახლა ვარ პოლიციის შენობის წინ და შევდივარ გამოკითხვაზე, სავარაუდოდ იქნება ექსპერტიზაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეაგირება. ზუსტად ვიცი, რომ ეს სამი ადამიანი არის ჩუღურეთიდან, სვანეთის უბნელები და ბატონი გია ვოლსკის შტაბის წევრები. მასთან ივენთებზე ძალიან ხშირად შემჩნეულნი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწორედ მისი გამოგზავნილია. ვოსლკი პოლიტიკოსია და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე, ამიტომ მოვითხოვ რომ იგი დაიკითხოს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ, დაიკითხოს და დატოვოს მანდატის წევრი. არ დასჯაც შედეგია ჩემთვის და ამასაც ექნება თავისი პოლიტიკური ფასი",-აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე მისულ ნიკა გვარამიას უცობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანება მიაყენა.