logo
ENG



მოკლული მაჩალიკაშვილის ოჯახი ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

06 ოქტ 201911:10
3 წუთის საკითხავი
 
x908u2x4g97mt7a.jpg

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.

ოჯახი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. კომისიამ 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოებები უნდა დაადგინოს.

ოჯახის წევრები ხელმოწერების შეგროვების მიზნით უკვე ჩავიდნენ ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, დღეს კი ეს პროცესი რუსთავშიც დაიწყეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა ოპოზიციას ერთხელ უკვე ჰქონდა, თუმცა - უშედეგოდ. საკითხს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

 


close დახურვა