logo
ENG



მოლაპარაკებები კი არა, ახლა იწყება მოქმედება - უდუმაშვილი

10 თებ 202019:20
3 წუთის საკითხავი
 

„მოლაპარაკებები კი არა, ახლა იწყება  მოქმედება", - ზაალ უდუმაშვილის აზრით, მოლაპარაკებების გაგრძელებას არანაირი აზრი აღარ აქვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ხელისუფლებამ გამოაცხადა ნადირობა ოპოზიციონერ ლიდერებზე და ამ პირობებში მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია.

„უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ყველას დაგვაკავებენ, მაგრამ ეს პროტესტი აღარ შეჩერდება - ჩვენი ყველას უკან დგას სხვა ადამიანი, ვინც გააგრძელებს პროტესტს. ძალიან მძიმე გაზაფხული ელოდება „ქართულ ოცნებას“. ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება. ვიცოდით, რომ ამას აპირებდნენ, მაგრამ მაინც ვიტოვებდით იმედს. არანაირი რაუნდები აღარ გაიმართება - ხელისუფლებამ ოფიციალურად ნადირობა გამოაცხადა ოპოზიციის ლიდერებზე. ვის უნდა ველაპარაკოთ? - იმ ხალხს, ვინც მოლაპარაკებების შემდეგ გარეთ გვხვდება და გვაპატიმრებს? მოლაპარაკებები კი არა, ახლა იწყება  მოქმედება. ვკარგავთ ქვეყანას და ეს ქვეყანა არის დასაცავი“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა