logo
ENG



მოლოდინი გვაქვს, რომ ის გათავისუფლდება - გიორგი რურუას პროცესი დაიწყო

18 მაი 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გაირკვევა დატოვებს თუ არა საპატიმროს „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. გამოძახებულია სამი პირი. ამასთან ჩვენ დავაყენებთ გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას. მოლოდინი გვაქვს უკვე 6 თვეა, ან იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რომ ის გათავისუფლდება. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა არ ვიცი ეს დღეს რამდენად მოხდა. აუცილებლად დადგინდება სიმართლე და გაირკვევა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და მას იარაღი უბრალოდ ჩაუდეს“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურად იმართება. სასამართლო სხდომათა დარბაზში მხარეები იმყოფებიან, პატიმარი გიორგი რურუა კი პროცესში გლდანის ციხიდან, ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთვება. დღეს ასევე დანიშნულია ოპოზიციის შეხვედრა 14:00 საათზე. ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმედოვნებენ, რომ რურუა ხვალ გათავისუფლდება.   


close დახურვა