logo
ENG



მომღერალი და მსახიობი აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

06 ნოე 202200:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/qbi3n1gc08dej0d.jpg

მომღერალი და მსახიობი აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი ძმის ნიკ კარტერის პუბლიცისტმა CBS News-ს დაუდასტურა.

Backstreet Boys-ის მომღერლის ნიკ კარტერის უმცროსი ძმა ლანკასტერში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კარტერმა პოპულარობა 1990-იანი და 2000-იანების დასაწყისში მოიპოვა. მან გამოუშვა თავისი პირველი სრული ალბომი "Aaron's Party" 1997 წლის დეკემბერში და მეორე "Oh Aaron" 13 წლის ასაკში 2001 წელს. ის ასევე ბევრჯერ გამოდიოდა Backstreet Boys-თან ერთად.

აარონ კარტერი ასევე თამაშობდა რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორის ლიზი მაკგუაირი, მოზარდი ჯადოქარი საბრინა და მე-7 ცა.


close დახურვა