logo
ENG



მონა! - სტიკერები ბათუმის მერიის შენობაზე და ხმაური ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან

05 დეკ 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
mfzd8so3u6pz8hy.jpg

ბათუმის მერიის შენობასთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სამართალდამცავები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებს დაუპირისპირდნენ.

ბათუმის მერიასთან შეკრებილები საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რომლის ბიუროც მერიის შენობაშია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მერიის შენობაზე გააკრეს სტიკერები, წარწერით „მონა".

 

 


close დახურვა