logo
ENG



მონაკოში მონტე-კარლოს ცნობილი კაზინო გაიხსნა

06 ივნ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

მონაკოში მონტე-კარლოს ცნობილი კაზინო გაიხსნა. აზარტული თამაშების მოყვარულებს გართობა შეზღუდული საათებით და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით შეეძლებათ.

გახსნამდე კაზინოში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა, თერმულად დამუშავდა მაგიდები, რომლებიც მოთამაშეებისა და თანამშრომლების სოციალური დისტანცირების მიზნით ერთმანეთს დააშორეს, აპარატებს შორის დამონტაჟდა გამჭვირვალე ბარიერებიც.

კაზინოს ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში კაზინოში სტუმრების რაოდენობაც შეზღუდული იქნება. 


close დახურვა