logo
ENG



მონასტირსკი: ბუჩაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასადგენად სულ მცირე 2 კვირაა საჭირო

10 აპრ 202203:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/gtrry6pgq8kqqgo.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ბუჩაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასადგენად სულ მცირე 2 კვირაა საჭირო.

"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სახლებისა და სარდაფების შემოწმება. ნანგრევებში ვპოულობთ ცხედრებს. საჭიროა სულ მცირე 2 კვირა, რათა ნანგრევების დებლოკირება მოხდეს და ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დაღუპულთა რაოდენობის გარკვევას", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.


close დახურვა