logo
ENG



მონებო! - აქციის მონაწილეებს ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ

21 ნოე 201910:50
3 წუთის საკითხავი
 
otozbmna89627s4.jpg

მთავრობის სხდომის პარალელურად, ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აქტივისტები საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ სურდათ მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადება, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ხოლო ძირითადი აქცია 25 ნოემბერს ჩატარდება. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, აცხადებს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

„ეს ქვეყანა ივანიშვილის აქვს დაბოქლომებული. არც ერთი სახელმწიფო უწყება არ მუშაობს. ყველაფერი ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია. ეს ადამიანები არიან მავნებლები და უნდა იყვნენ ბოქლომის ქვეშ. ასეთი აქტები არ გვაშინებს. პირიქთ უფრო გვაძლიერებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

ოპოზიციონერი ლიდერები სამართალდამცველებს სთავაზობენ, რომ ბოქლომი თავად დაადონ. ადგილზე ისმის შეძახილები: "მონებო!". პოლიცია აქციების მონაწილეების ადგილიდან ძალის გამოყენებით გაწევას ცდილობს.

 

 

 

 


 


close დახურვა