logo
ENG



მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთი 1 %-ით, 8,5%-მდე გაზარდა

23 ოქტ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
q7jcs971tc752jc.png

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთი 1 %-ით, 8,5%-მდე გაზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ-ათას მოქალაქეს, სესხი გაუძვირდება.

ეროვნულ ბანკი, განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით ხნის, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინფლაცია არის გამოწვევა ჩვენი ეკონიმიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს.

„ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ინფლაციის თარგეტირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ესაა მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, 6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას, თუმცა ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება,“ - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, ინფლაციის მაჩვენებელმა 6,4%-ს მიაღწია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია. შექმნილმა ვითარებამ კი ეროვნული ბანკი აიძულა, ინფლაციური პროცესი ამ გზით შეაჩეროს.

 


close დახურვა