logo
ENG



მონტენეგროში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

07 ნოე 201914:56
3 წუთის საკითხავი
 
2r2fyqh9r8cjawn.jpg

მონტენეგროში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ არის.

სტიქიის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში გზები გადაიკეტა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

დატბორილი სახლები ადგილობრივებმა მაშველების დახმარებით დატოვეს. ამ დრომდე ბლოკირებულია დედაქალაქისკენ მისასვლელი გზებიც, რის გამოც პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

გადაუღებელმა წვიმებმა დააზარალა ადრიატიკის სანაპირო ზოლიც. დატბორილია სამხრეთით მდებარე ქალაქი ჰერცეგ-ნოვი. მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ქალაქში არასდროს ყოფილა. 


close დახურვა