ომბუდსმენის, ოპოზიციის დიდი ნაწილის, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.
ცხრიდან რვა კანდიდატი კლანთან დაახლოებული პირია, მათგან ერთი, დღეს საერთაშორისო პარტნიორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, იმის აღიარება კი არ გაუჭირდა, რომ მურუსიძე სასამართლოს ერთ-ერთი ლიდერია, მურუსიძესთან მუშაობა კი საამაყოდ შეაფასა.