საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ცოლი ოკუპანტების სამსახურში! ირკვევა, რომ ვასილ როინიშვილის ოჯახის წევრი რუსეთში მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. ლიანა ცინდელიანმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნისგან დაახლოებით 60 ათასი დოლარი მიიღო. დეკლარაციის თანახმად, სწორედ ამ პერიოდში დააგროვა მოსამართლის ოჯახმა დიდძალი ქონება. როინიშვილი მურუსიძის უახლოესი გარემოცვის წევრია, სწორედ მან უნდა განიხილოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ.