logo
ENG



მოსახლეობის 65%-ის აზრით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ

09 მარ 202021:36
3 წუთის საკითხავი
clock 720

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ მათ უფლებებს პატივს არ სცემენ. 

ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65%  ქვეყანაში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79%-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დემოკრატიულად იმართებოდეს, თუმცა, ამავდროულად, 42% ამბობს, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად იმართება.

ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 


close დახურვა