რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა.
"მთელი ღამის განმავლობაში მოსკოვის სისტემაზე ძლიერი თავდასხმა გრძელდებოდა. ეს თავდასხმა გრძელდება. შეტევა ძლიერი და მასშტაბურია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს დაიწყო და ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 20 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმა ონლაინ ფორმატში გუშინ მისცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხმა კრემლში მდებარე თავისი ოფისიდან მისცა და ბიულეტენი კომპიუტერში შეავსო.
