logo
ENG



მოსკოვის მერი დედაქალაქზე დრონებით თავდასხმის "მასშტაბურ მცდელობაზე" წერს

21 აგვ 202409:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/21/2grmo068x8bjrkb.jpg

რუსეთის Telegram არხები გვიან ღამით მოსკოვთან აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი "მასშტაბური შეტევის მცდელობა" იყო.

მოსკოვის მერის თანახმად, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან 3 დრონი მოიგერიეს. ის წინასწარი ცნობებით წერდა, რომ მათი ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა. 

Telegram-ზე პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში, მოსკოვის მერმა კიდევ 2-ჯერ დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე მიმავალი დრონები მოიგერიეს. 

მერის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 10 დრონი ჩამოაგდეს. 

უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა