მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავენ. წითელ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
აღლუმს ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და სერბეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. რუსეთის დედაქალაქში არიან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები. პანდემიის გამო, მოსკოვში ჩასვლა გადაიფიქრეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველმა პირებმა.
აღლუმი ტრადიციულად 9 მაისს აღინიშნება, თუმცა ღონისძიება წელს კოვიდ 19-ის გამო გადაიდო. მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიება თბილისის დროით თერთმეტ საათზე დაიწყება.