logo
ENG



მოქალაქეები ჟენევაში ვაჟა გაფრიდნაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ

10 დეკ 201907:36
3 წუთის საკითხავი
 
we3j3ch3bevlmlo.jpg

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დაწყებამდე, მოქალაქეები ჟენევასა და თბილისში გაერო-ს ოფისთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. თბილისში აქციის მონაწილეები 12:30 შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. 

როგორც „ფორმულას“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სალომე რაზიკაშვილმა განუცხადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერა ღიად გამოხატონ.

„საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა მივიღოთ - მამაჩვენები, ბიძაჩვენები არიან ჩვენს ტერიტორიაზე და არ გვიბრუნებენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ადამიანები მის გვერდით დავფიქსირდეთ. ის დგას ჩვენს გვერდით და მინიმუმ ამას იმსახურებს“, - განაცხადა სალომე რაზიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში.

 


close დახურვა