logo
ENG



მოქალაქე Facebook-ზე წერს, რომ კაცი ქუთაისში სანადირო თოფიდან ისროდა

07 იან 202121:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/injnw5j3r8ixtnu.png

მოქალაქე ხატია ახალაიას ინფორმაციით, ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი სანადირო თოფიდან ისროდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

"ქუთაისი ბუხაიძის 22- ს პირდაპირ, ტიპი სანადირო თოფს ისვრის გალეწილი მთვრალი!!!! ბავშვები ფანჯრებიდან გადმომდგარან, ბებიაჩემი მახლავს, რომელსაც ძალიან ეშინია...

მეუბნება, რომ სტრუქტურის თანამშრომელია და ახალ წელს აღნიშნავს და სადაც მინდა იქ შემიძლია დავრეკო!!!!!", - წერს მოქალაქე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ფორმულა ხატია ახალაიას დაუკავშირდა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, მან 126-ში დარეკა. მისივე თქმით, ახლა კაცი აღარ ისვრის. 

 


close დახურვა