ნატახტრის გზაზე, მოძრაობა "შეცვალეს" საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია ხვალ 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება.
მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ფარულავამ საზოგადოებას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რომ პროტესტი ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, განურჩევლად პოლიტიკური ინტერესებისა.
"დღევანდელი აქცია ვერ შედგა, რადგან პოლიციისგან იყო გადაცდომები და არ მოგვცეს კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება. ხვალ, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან ვიკრიბებით და მოძრაობა "შეცვალეს" სახელით მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას შევუერთდეთ "ძალა ერთობაშიას" წევრებს. ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია, კოლაბორაციონისტი მთავრობა. ყველას გელოდებით, ხვალ 4 საათზე. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ნებისიმიერ ადამიანს მოვუწოდებთ, ხვალ მოხვიდეთ და იქიდან გავაგონოთ მსოფლიოს და მთავრობას ჩვენი ხმა რომ საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთის გუბერნია", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
შეგახსენებთ, ნატახტრის გზაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. აქციის მონაწილეებს სურდათ ატოცში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტება, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.