logo
ENG



მოძრაობა გაბედეს წევრები საქალაქო სასამართლოში პოპკორნებით მივიდნენ

22 იან 202013:20
3 წუთის საკითხავი
 
a4eqajm1qbonvsk.jpeg

მოძრაობა "გაბედეს" წევრები საქალაქო სასამართლოში პოპკორნებით მივიდნენ და ამ გზით თავიანთი პოზიცია გამოხატეს დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით. მათი თქმით ის, რაც დღეს მართლმსაჯულებაში ხდება, კინოა და შესაბამისად, პოპკორნი ადკევატურია. 

სასამართლო მოძრაობა "გაბედეს" წევრების  წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს იმსჯელებს.

აქტივისტები 22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დააკავეს და მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მაშინ მოძრაობის წევრები აქციას დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მართავდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. დღევანდელ  სხდომაზე სასამრთლო ვიდეომტკიცებულებებზე იმსჯელებს. 


close დახურვა