განათლების სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის პასუხად, მოძრაობა "ლელო" განათლების სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამ მიზნით, მოძრაობის წევრებმა უწყებასთან დღეს აქცია გამართეს.
"ლელოში" მიაჩნიათ, რომ ბოლო კვლევებმა, განათლების სფეროში კატასტროფული ვითარება გამოავლინა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.